მარტიდან საქართველოს რეგიონების ნაწილში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყება. 2014 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დამატებოდა ახალი კომპონენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე.
მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ სექტემბრიდან გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვის წინადადება რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების შესარჩევად. ჯამში სააგენტოში შემოვიდა 14 განაცხადი. 2015 წლის ოქტომბერში მთავრობის დადგენილების შესაბამისად შეიქმნა პროგრამის საკონკურსო კომისია, რომლის წევრებიც შემდეგი უწყებებიდან იყვნენ წარმოდგენილნი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინიტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტრო, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინიტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკური საბჭოს აპარატი და სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მიმდიონარეობდა შესარჩევი პროცესი, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიამ გამოავლინა ორი
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც 2015 წლის 1 მარტიდან დაიწყებენ პროგრამის განხორციელებას.
იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები, ხოლო სამცხე ჯავახეთში და ქვემო ქართლში განმახორციელებელ პარტნიორად შერჩეულ იქნა ა(ა)იპ რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA). აღნიშნული პროექტის
შედეგათ ზემოთ ხსენებულ რეგიონებში მოსალოდნელია 1200 (ოთოსთან გადაამოწმე) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
აღნიშნულ რეგიონებში პროექტის დაწყებიდან, კერძოდ 1 მარტიდან, პირველი ოთხი თვის განმავლობაში მოხდება პროგრამის წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა, საზოგადოების აქტიური ინფორმირება, პოტენციური ბენეფიციარების შერჩევა, მათი გადამზადება ტრეინინგებისა და სემინარების მეშვეობით. შემდგომ ეტაპს წარმოადგენს დაფინასება კონკრეტული ბიზნეს გეგმის მიხედვით დამტკიცებულ პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ საკონკურსო კომისიამ ვერ მოახერხა გამარჯვებულის გამოვლენა შემდეგ ლოტში 1: აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი; ლოტი 2: კახეთი, მცხეთა მთიანეთი, შიდა ქართლი, რადგან წარმოდგენილმა პროექტებმა ვერ დააკმაყოფილეს პროგრამის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. შესაბამისად 2015 წლის 3 თებერვლიდან აღნიშნულ ლოტებზე ხელმეორედ ცხადდება კონკურსი და დაინტერესებულ ორგანიზაციებს 2015 წლის 23 თებერვლის დღის 12 საათის ჩათვლით შეეძლებათ განაცხადის შემოტანა.
შეგახსენებთ, რომ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შეგმნა.
პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა, რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრება, და სხვა პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახის სარგებელი რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის მატებისა და განვითარებისათვის.
პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმი/მეთოდოლოგია ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას სამიზნე რეგიონებში დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე (გარდა იურიდიული პირისა)/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე (არაუმეტეს სამი მეწარმე სუბიექტისგან (გარდა იურიდიული პირებისა) შექმნილი ამხანაგობა). დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 (ხუთიათასი) ლარით ერთ მეწარმეზე, რაც მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 (თხუთმეტი ათას) ლარს შეადგენს.