2015 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,38 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (1,3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4,5 პროცენტით, რამაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,23 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფზე ფასების ზრდა განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 7,6-პროცენტიანმა მატებამ;
ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 3,7-პროცენტიანი კლება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,44 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,3 პროცენტი).
მასალის გამოყენების პირობები