„ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ჟურნალი ,,EGO'-ს' 3 წლის იუბილეზე „წლის საუკეთესო ბიზნესმენად" დასახელდა.
,,რადისონ ბლუ ივერიაში'' გამართულ გრანდიოზულ დაჯილდოების ცერემონიალზე გამარჯვებულები 26 ნომინაციაში გამოვლინდა. ჭკვიანი, ძლიერი, გემოვნებიანი ადამიანებისთვის შექმნილი ჟურნალი "EGO"- ს მიერ გამართულ კონკურსში ნომინაციებში გამარჯვებულები სოციალურ ქსელში გამოცხადებული ხმის მიცემის პროცედურის საფუძველზე გამოვლინდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2014 წელს სააგენტო GHN-ის მიერ ორგანიზებულ „ოქროს პერგამენტის" ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნესმენის ტიტული "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ მეორედ მოიპოვა, ხოლო წლის ბრენდად „სმარტი" დასახელდა.