საქართვეელოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „FITUR"-ში მიიღო მონაწილეობა.
გამოფენა ოფიციალურად ესპანეთის მეფემ ფილიპმა გახსნა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაში 165 სახელმწიფოს 9107 კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენას 217 ათასი სტუმარი ეწვია. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოსთვის ესპანეთი მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და 2013 თან შედარებთ, 2014 წელს ესპანეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 14 % ით გაიზარდა ( შემოვიდა 5,396 ადამიანი). გამოფენა 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა და მას ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ესპანეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინსიტრაციამ ,,FITUR 2015"-ზე თანამშროლობა ტრადიციალუად ტურიზმის ინდურსტრიის წარმომადგენლებს შესთავაზა, და შედეგად მონაწილეობის სურვლი გამოთქვეს ტური ოპერატორებმა Caucasus Travel, Omnes Tour, Georgian Discovery Tours, Visit Georgia, Marco Polo Gudauri, Trawellin და Concord Travel- მა. საქართველო ამ გამოფენაში უკვე მე-8 წელია მონაწილეობს.