უმსხვილესი ონლაინ-რითეილერის Amazon-ის მოგებამ 2014 წლის IV კვარტალში 214 მლნ. დოლარი (აქციაზე 0,45 დოლარი) შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მცირედით შემცირებული მაჩვენებელია. სტაისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2013 წელს 239 მლნ. დოლარი შეადგინა. თუმცაღა საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი 15 %-ითაა გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს Amazon-მა საკმაოდ შერეული მაჩვენებლები აჩვენა. მაშინ როდესაც კომპანიის მოგება დაეცა, კომპანიის შემოსავალი 29,3 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.
CNBC-სა და Thomson Reuters-ის ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ კომპანიის შემოსავალი 29,67 მლრდ დოლარის იქნებოდა. კომპანიის საოპერაციო მოგებამ, საანგარიშო პერიოდში 591მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2013 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 510 მლნ დოლარს აღწევდა.
რაც შეეხება მთლიანად 2014 წლის საოპერაციო მოგებას, ეს მაჩვენებელი - 178 მლნ დოლარია. 2013 წლის მაჩვენებლებით კი 745 მლნ დოლარი.
მასალის გამოყენების პირობები