თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ქართველი სამხედროების მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად უნდა შევარჩიოთ ისეთი ფორმები, რომ არ დაზარალდეს ეროვნული ინტერესები.
,,გუშინ ბატონი ბიძინასგანაც მოვისმინეთ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, სოლიდარულები უნდა ვიყოთ უკრაინული სახელმწიფოს მიმართ, მას უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უნდა შევარჩიოთ დახმარების ისეთი ფორმები, რომ არ დაზარალდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამასთან ერთად, შევარჩიოთ დახმარების ისეთი ფორმები, რის შესაძლებლობაც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია", - განაცხადა ჯანელიძემ მთავარობის სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს,
,,თუ უკრაინა საჭიროებს დახმარებას, ეს სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს, როგორც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან ავღანეთში საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ასეთი მზადყოფნა ქართულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და გააჩნია დღესაც, თუმცა არასწორია "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებები, რომელიც ცდილობს ქართველი ახალგაზრდები წაიყვანოს და აომოს უკრაინაში", - განაცხადა ივანიშვილმა ,,იმედის" ეთერში.