კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან.
"სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა. რადგან დღემდე დარწმუნებული ვიყავით, რომ მოაგვარებდა პრობლემას. პირადი ჯანმრთელობის საკითხია. მაგრამ ევროპარლამენტში იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. ასევე იქნება ჩვენი სრულუფლებიანი ელჩი", - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ხვალ მოახდენს. რატიფიცირების პროცესს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება,
მასალის გამოყენების პირობები