კომპანია "თელასი" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებსა და მოხუცთა თავშესაფარ "კათარზისის" მობინადრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
დღეს გამართული აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლების მიერ შეძენილი სურსათი, სააღდგომო ნობათი და ტკბილეული მოხუცებს "თელასი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ გადასცა.
სპეციალური საჩუქრებით - სათამაშოებით და ტკბილეულით, "თელასის" თანამშრომლები დღესვე სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრნენ.
ტრადიციად ქცეული სააღდგომო აქცია იმ საქველმოქმედო ღონისძიების ნაწილია, რომელსაც კომპანია უნარშეზღუდული ბავშვებისთვის უკვე მე-7 წელია ახორციელებს.
დიღმის ბავშვთა სახლი და მოხუცთა თავშესაფარი "კათარზისი" "თელასს" თავისი მფარველობის ქვეშ ჰყავს აყვანილი და ყოველ დღესასწაულს მათ აღსაზრდელებთან და მობინადრეებთან ერთად აღნიშნავს.