უწყვეტი პროტესტის 381-ე დღე -საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან მართავენ აქციას.
საკანონმდებლო ორგანოსთან მისვლამდე, აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი გაიარეს. აქციას შეუერთდნენ ევროკავშირის საელჩოსთან გამართული, ქალების აქციის მონაწილეებიც.
აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი.
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი