პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით პრეზიდენტს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია და ეს არის სახემწიფო სტრიქტურების კორდინირებულ, გამართულად მუშაობა. უსუფასვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამ კუთხით ვითარება გაუმჯობესდება.
,,საქართველო პრეზიდენტს კონსტიტუციურად ევალება ძალიან მნიშვნელოვანი რამ სახელმწიფო ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ხელის შეწყობა. Aეს ძალიან მნიშვნელოვანია და დელიკატური ფუნქციაა. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ ველით იმას, რომ სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო უწყებები უკეთ იმუშავებენ და კოორდინაციაში უკეთ მოვლენ და ნაკლები იქნება შემთხვევები და სიმპტომები პირიქით სხვა პროცესებისა. Eეს ძალიან სერიოზული დატვირთვა და ფუნქციაა პრეზიდენტის და, დარწმუნებული ვარ, ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება პრეზიდენტი და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ ინსტიტუტები და სახელმწიფო სტრუქტურები კოორდინირებულად მოქმედებდნენ", _განაცხადა უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.