პარალამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არაა პასუხისმგებელი იმაზე თუ ქვეყანაში რაიმე ჩავარდნაა და ვერ ხორციელდება. როგორც უსუფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განმარტა აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მთავრობას და პარალემნტს ეკისრება.
"პრეზიდენტის დებატებში გამოწვევა გაუგებარი ამბავია. საქართველოს პრეზიდენტი არ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი ფიგურა. პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი იმაზე თუ რამე ჩავარდნაა ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია. პრეზიდენტთან რა დებატები უნდათ პატივცემულ კოლეგებს მე არ მესმის", - განაცხადა უსუფაშვილმა.