პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ იზიარებს ,,ნაცმოძრაობის" პროტესტს პრეზიდენტთან დებატების არ გამართვის შესახებ და აცხადებს, რომ
პრეზიდენტის ნებისმიერი მიმართვა არ ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკურ დებატებს საკანონმდბელო ორგანოში.
,,პრეზიდენტს პარლამენტისთვის მიმართვა შეუძლია რამდენიმე ფორმით - მოგვმართოს საჯაროდ, გვთხოვოს მოსვლა პარლამენტში. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმის ნორმალური განმარტება და არა ის, რომ პრეზიდენტის ნებისმიერი მომართვა ნიშნავს აუცილებლად პოლიტიკურ დებატებს პარლამენტში და დიდ შეხლა-შემოხლას. საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება მოგვმართოს რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევის მოსალოცად ან ყურადღება გააამახვილოს რომელიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც სადებატო არაფერია. პარლამენტის ბიურომ იმსჯელა და მივიდა დასკვნამდე, რომ დღევანდელი დღე უნდა იყოს მისი მოსმენის დღე და არა ჩვენი დებატებით ჩვენი მოსმენის დღე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ,,ნაცმოძრაობამ" სასესიო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი გახა ის რომ მათ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კითხვის დასმისა და დებატების შესაძლებლობა არ მიეცათ.