,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მინისტრობის შემთხვევაში თანამდებობას აუცილებლად დატოვებდა, თუმცა საკანონმდებელო ცხოვრება განსხვავებულია.
„მე რომ ვყოფილიყავი მთავრობის წევრი, მინისტრი, გადავდგებოდი. მაგრამ საპარლამენტო ცხოვრება სხვა არის და გადავწყვიტეთ, რომ დავრჩეთ ამ პოზიციებზე," - განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე დარჩენა არსებულ რეგლამენტს არ არღვევს.
,,არანაირი რეგლამენტის დარღვევა ეს არ იქნება როდესაც ვსაუბრბთ პოლიტიკურ საკითხებზე", _განაცხადა აბაშიძემ.
აბაშიძეს დღეს ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.
ზურაბ აბაშიძე უმრავლესობის მიერ მისი ვიცე-სპიკერობიდან შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით პარალემნტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გეგმავს შეხვედრას.
მასალის გამოყენების პირობები