პლენარულ სესიაზე ,,ნაცმოძრაობის" წევრები სპეციალური მაისურებით გამოცხადდნენ.
მაისურებზე გაკეთებულია წარწერა ,,არა ანექსიას". ამ გზით საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა 15 ნოემბერს დაგეგმილი აქცია დაანონსეს.
შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს ,,ნაცმოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება. რუსთაველის გამზირზე აქცია საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ იმართება.