მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარიის წევრები თქვენსკენ მოიკითხეთ, -ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. ბარამიძის მიმართვა, დავით უსუფაშვილის შენიშვნას მოჰყვა, როდესაც მან ბარამიძეს კოლეგიალურობისკენ მოუწოდა.
"მინდა დაგეთანხმოთ, რომ ერთმანეთს ეთიკურდ უნდა მივმართოთ. არანაირად არ მიცდია, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა, გვარების ჩამოთვლა გთხოვეთ. მაინტერესებდა და ვინ არიან? რა ხალხია - თქო, ეს ვიკითხე. რადგან ამ თემაზე ბრძანეთ, მეც მინდა კოლეგიალურად მოგმართლოთ, რომ არც ესე მომმართოთ - "ამ კაცს რა უნდა", არც მით უმეტეს, ბოლო სესიაზე მომმართეთ "ამხანაგ ბარამიძესო". მინდა გითხრათ, რომ მე არასდროს კომპარტიის წევრი არ ვყოფილვარ, კომპარტიის წევრები თქვენკენ მოიკითხეთ. ამხანაგს რა დატვირთვა აქვს ყველამ ვიცით",- განაცხადა ბარამიძემ.
მანამდე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისს თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ბიუროს წევრებს ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის" რეგისტრაციის მოთხოვნაზე დადებითი პასუხი გააცნო. ბარამიძე დაინტერესდა "რა ხალხია? ვინ არიან?" ფრაქციის წევრები, რასაც დავით უსუფაშვილის შენიშვნა მოჰყვა.
" რა ხალხია ეს და ის ხალხია, რომელიც პარლამეტში მოიყვანეთ აქ, გინდათ გითხრათ, თუ შეიძლება წაიკითხეთ გვარები და კოლეგებს მოეპყარით კოლეგიაალურად ძალიან გთხოვთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.