სამოდელო სააგენტო IC Model Management-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის "Elite Model Look Georgia 2014"-ის დახურული ფინალური ღონისძიება, კიკალა-სტუდიოში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდა 40 გოგონა და 20 ვაჟი, რომლებიც 1 თვის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდნენ ფინალისთვის სპორტულ კომპლექს "არენა"-ში და ფიტნეს ცენტში GYM 1
გამარჯვებული გამოავლდა სერთაშორისო სამოდელო სააგენტო ელიტის მიერ და გოგონებს შორის საუკეტესო დამწყებ მოდელად დასახელდა 15 წლის ქეთევან ლომაძე თბილისიდან.
აგრეთვე შეირჩა გოგონათა ტოპ-7-ეული:
● სოფო ბეჟანიშვილი
● ნატალი ტუღუში
● ანა კაპანაძე
● ვიქტორია კოჩეროვა
● ნუცა მდივანი
● გვანცა რევაზიშვილი
● ნანუკა შუბითიძე
კონკურსის შედეგად ვაჟებს შორის გამარჯვებულად დასახელდა 17 წლის კონკურსანტი გაბრიელ გუგულაშვილი თბილისიდან.
და დასახელდა ვაჟების ტოპ-7-ლი:
● ლევან ლაბაური
● სანდრო სოფრომაძე
● ვაჟა გოდერძიშვილი
● გიორგი გელაშვილი
● ლევან ლაშხი
● ალქსანდრე გელაშვილი
● ნიკოლოზ გოცირიძე
წელს "Elite Model Look Georgia 2014"-ის გამარჯვებულები 20 ნოემბერს გაემგზავრებიან ჩინეთის ქალაქ შენზენში სადაც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ფინალზე, რომელიც გაიმართება 2 დეკემბერს.
Elite Model Look-ის შესახებ
პროექტი "Elite Model Look Georgia" გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსის "Elite Model Look"-ის შესარჩევი ტური საქართველოში. "Elite Model Look"-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროზიო, ადრიანა ლიმა და სხვები.
"Elite Model Look"-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონას იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო "Elite Model Management"-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.
Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2013) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე, ლიკა მეტრეველი და ანასტასია იგონინა, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
პროექტის მხარდამჭერები არიან: კიკალა-სტუდიო, სარეკლამო კომპანია "მაქსპრომი", თბილისი მოლო
პროექტის მედია პარტნიორებია: ტელეკომპანია "რუსთავი-2", მიუზიკ ბოქსი, რადიოები ფორტუნა+ და ავტორადიო, ჟურნალები "Luxury" და "თბილისელები", ინტერნეტ მხარდაჭერა - საინფორმაციო სააგენტო ჯი ეიჩ ენი