საქართველოში კანონის უზენაესობისა და პოლიტიკური ლიდერების დევნის კუთხით, ბევრი რამაა გამოსასწორებელი, - ამის შესახებ, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგორდმა ქართველო კოლეგა, თმარ ბერუჩაშვილთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მარტინ ლიდეგორმა ასევე აღნიშნა, რომ დანიის სამეფო, საქართველოს ევროკავშირთან ასოციების ხელშეკრულების პირობების წარმატებით შესრულებაში, თავის წვლილს შეიტანს.
"საქართვლოს ვულოცავ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მაგრამ, ერთია ხელი მოაწერო შეთანხმებას და სულ სხვაა მისი იმპლემენტაცია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ბოლო შვიდი თვის მანძილზე მეორედ ვეწვიე. დანიაში გადავწყვიტეთ, რომ გვინდა ვიყოთ საქართველოს პარტნიორი და თქვენს მიერ ასოციების ხელშეკრულების პირობების წარმატებით შესრულებასა და ამ შეთანხმებით მაქსიმალური სარგებლის მიღებაში, ჩვენი წვლილი შევიტანოთ. როგორც მეგობარმა, ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ ასპექტებზე, სადაც ჩვენი აზრით, ბევრი რამაა გამოსასწორებელი. ეს არის კანონის უზენაესობა და პოლიტიკური ლიდერების დევნა. ამავე დროს, ავღნიშნეთ ქვეყნებს შოროს ენერგრტიკული და ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი", - მარტინ ლიდეგორდმა.