2015 წლისთვის დედაქალაქში კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტები 238 000 000 ლარით დაფინანსდება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, 5 000 000 ლარით გაიზრდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა-აღდგენა-რეაბილიტაცია.
2015 წლის ძირითადი პროექტებია: პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენა; ბარათაშვილის, ზაჰესისა და სხვა ხიდების რეაბილიტაცია; 240 ბენეფიციარზე გათვლილი მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობა.
5 200 000 ლარით გაიზრდება ავარიული შენობების გამაგრება და ჯამში 18 500 000 ლარს შეადგენს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის დაიხარჯება 60 120 000 ლარი.
მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობისთვის 3 500 000 ლარი დაიხარჯება.
32 მილიონი ლარით გაიზრდება რაიონული გამგეობების ბიუჯეტი, რომლითაც ინფრასტრუქტურული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსდება.
ინოვაციური მუნიციპალური პროექტები
2 500 000 ლარი დაიხარჯება ინოვაციური მუნიციპალური პროექტების განხორციელებაზე. მათ შორის:
დაპროექტდება სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს გზა;
2015 წელს დაფინანსდება აღნიშნული საბაგირო გზის მშენებლობისთვის კვლევის ჩატარება და პროექტირების სამუშაოები.