15 ნოემბერს არის შეკრება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა ვისაც გუში შესტკივა საქართველოს ერთიანობისთვის, აფხაზეთვისა და სამაჩბლოსთვის, - ამის შესახებ, "ნაციონალირი მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ პარტიის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 15 ნოებმერს საქართველოსთან ერთად, აქციები რამდენიმე ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან გაიმართება. აქციები 10-მდე ქალაქში, მათ შორის, პარიზში, ლონდონში, ბერლინში, მიუნხენში, კიევსა და ათენში ერთდოულად დაიწყება.
"ჩვენი მთავარი ტკივილია სამაჩაბლო და აფხაზეთი, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ სოციალურ პრობლემებსაც გამოვასწორებთ, ეკონომიკასაც გავაუმჯობესეთ, მაგრამ თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე დღეს არ გავიღვიძეთ, დღეს არ ვთქვით ხმამაღალი სიტყვა, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს", - განაცახადა ვაშაძემ.
ვაშაძე საზოგადოებას კონსოლიდაციისა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს აქციებზე პროვოკაციას ერ ელოდება.
"არ მგონია რომ ათობით ათასი ადამიანის წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გაბედოს და მოაწყოს პროვოკაცია. პროვკაციები არაერთი გვინახავს ხელისუფლების მხრიდან, ეს იყო აქციებზე, ღონისძიებებზე მივარდნა, მაგრამ შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა იქ იყო მცირე.
არ მგონია იმდენად უვიცი და უსუსური იყოს ხელისუფლება, რომ ათობით ათასი ადამიანი სადაც შეიკრიბება, მოვიდეს და პროვოკაციის ორგანიზება მოახდინოს. თუ ამასა გაბედავს ისევ მას შეუბრუნდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ვაშაძემ.