საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს, შესაბამისი დადგენილებით საქართველოს პარლამენტი, განსაზღვრავს. ამ საკითხზე იმსჯელებს დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.
საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის განსაზღვრის შესახებ".
დადგენილების პროექტის მიღების მიზანია ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტი, შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესს.