თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს საფრანგეთში გაფორმულ ხელშეკრულებაზე და აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულების შესრულებას ის ბოლომდე მიადევნებს თვალს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ხელშეკრულების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცახდებს, რომ თუ ხელისუფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებს გადაუხვევს, მაშინ დეტალებზეც ალაპარაკდება.
„საფრანგეთში მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა და მე ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დავინახე, რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმებით, რა გეგმითაც ჩვენ დავსახეთ, ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ დავინახე რომ ამ გზას გადაუხვიეს მაშინ ღიად ვილაპარაკებ", _განაცახდა ალასანიამ.