საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგორდი. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან თამარ ბერუჩაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება "საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებას, ასევე საქართველოს მთავრობასა და დანიის მთავრობას შორის გაფორმდება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მარტინ ლიდეგორდი შეხვედრებს გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. ასევე მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების გზები" , რომელიც 12 ნოემბერს ევროპულ სახლში გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები