"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ყოფილ მინისტრებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელ განცახდებებს პასუხობს, რომლის მიხედვით, ამერიკასა და ევროპაში არსებული განცდა, რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია, პირაპირ უკაშირდება ყოფილი მინისტრების საქმიანობას.
ალასანიას თქმით, პრემიერის მსგავსი ტიპის განცხადებები, ქვეყნის და პრემიერ-მინისრის ინსტიტუტის იმიჯს აზიანებს.
"ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და არ დაგიმალავთ, პირადად,პრემიერ-მინისტრის ინსტიტურს. ერთადერთი და მთავარი, რასაც მე ამ ორი წლის განმავლობაში პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი იყო, რა წარმატებებს მიაღწია თავდაცვის საინისტრომ და ჩვენმა ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცისი მან. ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის წევრებისგან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრისგან", - განაცხადა ალასანიამ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის რომ ამერიკასა და ევროპაში ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ საქართველოში პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია პირაპირ უკავშირდება ყოფილი მინისტრების საქმიანობას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ევროპასა და ამერიკაში ვიზიტების დროს პოზიტიურად აფასებდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და არ საუბრობდა რეალურად იმ ნეგატივზე რომელიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარეობდა.