,,თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან გასვლისა და ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბების საკითხს დღეს, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ, "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში მუშაობას ოპოზიციური ფორმატით გააგრძელებენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები ასევე, ორი ახალი ფრაქციის უმრავლესობაში გაწევრიანების საკითხზეც იმსჯელებენ.
უმრავლესობას, ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟიორიტარები" და ახლადშექმნილი ფრაქცია შეუერთდება, რომელის შემადგენლობაში 6, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გაწევრიანდება.
ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
უმრავლესობაში ორი ფრაქციის გაწევრიანების შემდეგ, მმართველი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, კოალიციურ უმრავლესობას პარლამენტში 6 საპარლამენტო ფრაქციის 83 დეპუტატი ქმნის. პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა კი 76 წევრია.
"თავისუფალი დემოკრატების" უმრავლეობიდან გასვლით, მმართველი გუნდი გადაწყვეტილებების მისაღებად, ხმათა უმრარავლესობას ვერ აგროვებდა, თუმცა, ცვლილების შედეგად, იგი კვლავ უმრავლესოაბში რჩება.