ახმეტაში მომხდარ ფაქტზე ოთხი პირია დაკავებული. საქმე ხულიგონობის მუხლით აღიძრა.
შეგახსენებთ, რომ ახმეტაში ადგილობრივებს შორის ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა. როგორც ყვებიან, თავდაპირველად ახმეტაში "ქართული ოცნების" წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ადგილბორივი ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს.
ინციდენტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა დაზარალებულის და ალხანაშვილების ახლობლებს შორის, რა დროსაც, თვითმხივლების თქმით, კიდევ ერთი ადგილბორივი, ჯოყოლა აჭიშვილი დაშავდა. იგი თავის ტრავმით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
მოგვიანებით კი შელაპარაკება უკვე ახმეტელებსა და აჭიშვილის ნათესავებს შორის მოხდა, როდესაც საავადმყოფოდან ბრუნდებოდნენ. დაშავებულის ახლობლები ყვებიან, რომ მათ ორი მანქანა აედევნათ, რასაც მოგვიანებით უკვე ფიზიკური დაპისპირება მოჰყვა.
ადგილზე ვითარების განსამუხტად სპეც-დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო. პოლიციამ საქმის ძიება ამ ბოლო ფაქტზე ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ინციდნეტის შემდეგ სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დასაკითხად თელავში, კახეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები