რუსეთის იმპერიულ ფუნდამენტალიზმს საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღუდგება წინ, ჩვენი მეგობრები, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები, გვერდში დაგვიდგება. ასეთი თანადგომის იმედი მე მაქვს, - ამის შესახებ, "თავისუფალო დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოსთვის დაუძინებელი მტერია რუსეთის ფედერაციის იმპერიული ფუნდამენტალიზმი, რომლის მსხვერპლი ჩვენ 1992-93 წლებში გავხდით. 2008 წელს ისევ მათი მხრიდან აგრესიამ, მათმა შემოტევამ დაგავკარგია ტერიტორიები უამრავ ჩვენი თანამებრძოლის და მოქალაქის სიცოცხლესთან ერთად. დღეს, უკრაინაში ისევ აგრძელებს რუსეთი საკუთარი იმპერიული ფუნდამეტალისტური გეგმების განხორციელებას.
ამას საქართველო მარტო ვერ აღუდგება წინა, ამას საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანს თუ შეიკრა საზოგადოება და რაც მთავარი, ჩვენი მეგობრები, დასავლეთის განვითარებული ქვეყნები გვერდში დაგვიდგება. ასეთი თანადგომის იმედი მე მაქვს", - განაცხადა ალასანიამ.
"თავისუფალო დემოკრატების" თავმჯდომარემ ყრილობაზე შეკრებილ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშა, რომ საქართველო მიილტვის ნატოსა და დასავვლეთისკენ, რათა ამ ქვეყნებში არის ტრადიცია, რომ "თავისუფლება იყოს შეიარაღევბული და დაცული".
"როდესაც დავინახეთ, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე მოხდა ჩრდილის მიყენება, მაშინ ჩვენ ვთქვით ხმამაღლა, რომ ამას არ დავუშვებთ, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის ისეთი საქართველო, სადაც ის იქნება დაცული, სახელმწიფო კანონებით მართული და რაც მთვარია, ჩვენი ქვეყანა გახდება ისეთი საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი, როდესაც პიროვნების განვითარება იქნება სახელმწიფოს მოღვაწეობის ცენტრი", - აღნიშნა ალასანიამ.