ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გაუტანლობა და სიძულვილი, არასოდეს ავიღოთ ბრძოლის იარაღად, - ამის შესახებ, "თავისუფალო დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თავისუფალო დემოკრატების" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ირაკლი ალასანიამ დელეგატებს არჩევისთვის მადლობა გადაუხადა და ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"ვიქნებით ყველას სრული მხარდამჭრები ხელისუფლების შიგნით თუ მის გარეთ, ვინც უერთგულებს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას წაიყვანს იმ მიმართულებით,რაც საბოლოოდ მიგვიყვანს დემოკრატიული, თავისუფალი, დაცული სახელმწიფოს აშენებისკენ. ამ საქმეში არ არსებობს ასაკობრივი, თაობებს შორის განსხვავება. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკაში ის რაც ძველად იყო, გაუტანლობა და სიძულვილი, არასოდეს არ უნდა ავიღოთ იარაღად. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ერთმანეთს არ ვენდეთ, ერთმანეთში მოწინაღმდეგის გარდა არ დავინახეთ პიროვნება, ადამიანი და თანამოაზრე, ამ დიდ გეგმებს ვერ შევასრულებთ. ამიტომ, "თავისუფალო დემოკრატებო", მე ღიად გიცხადებთ სურვილს ასეთი პარტნიორობის, რომლის ერთდერთი მიზანი არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს ძლიერება. დამოკიიდებლობის შენარჩუნება არის უმთავარესი ამოცანა იმ ვითარებაში, რაც ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში ხდება. ამ დიდ გამოწვევას მე დიდი იმედი მაქვს, ერთად შეურიგებლად გავივლით და მომავალ არჩევნებზე, 2016 წელ "თავისუფალი დემოკრატები" ხალხთან ერთად, ვიზეიმებთ გამარჯვებას", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ "თავისუფალო დემოკრატები" ყოველთვის საზოგადოების სამსხურში იდგება.
"თავისუფალო დემოკრატების" მესამე ყრილობა პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას სიტყვით დასრულდა.