გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ, - ასეთი პირობა მისცა ხელისუფლებას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ფილარმონიაში პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
პეტრიაშვილმა ხელისუფლებას პირობა მისცა რომ "თავისუფალი დემოკრატები" თამაშის წესებს დაიცავენ.
"გპირდებით, რომ გადამწყვეტ გოლს ჩვენი მთავარი გარე მტრის კარში ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" გავიტანთ. საგოლე მომენტის ავტორები ამ დარბაზში სხედან", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.