"თავისუფალი დემოკრატემა" პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანია ერთხმად აირჩიეს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი წარდგენისას დეპუტატმა ნინო გოგუაძემ განაცხადა , რომ ირაკლი ალასანია არის ადამიანი, რომელიც არასდროს გარბის ბრძოლის ველიდან და ყოველთვის იქაა, სადაც საქართველოს უჭირს.
პარტია „თავისუფალი დემოკრატების" რიგით მესამე ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ყრილობა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა. ყრილობას 2038 დეპუტატი ესწრება.