ძვირფასო ხელისუფლება, მოედანი თქვენია, სავარაუდოდ, მთავარი მსაჯიც, მაგრამ ბურთი მრგვალია, - ასე გამოიწვია „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიის ყრილობაზე ხელისუფლება.
პეტრიაშვილმა ხელისუფლებას პირობა მისცა რომ დაიცავენ პოლიტიკური თამაშის წესებს.
"ძვირფასო ხელისუფლება, მოედანი თქვენია, მთავარი მსაჯიც სავარაუდოდ, მაგრამ ბურთი მრგვალია. გპირდებით, რომ ჩვენ დავიცავთ თამაშის წესებს, მაგრამ ჩვენც იგივეს მოვითხოვთ თქვენგან. ასვე მინდა გითხრათ, ერთადერთი, რასაც მე ვერ გპირდებით არის ის, რაც თქვა დოდო აბაშიძემ "პირველ მერცხალში" 11-მეტრიანის დრატყმის დროს - ნახევარი ძალით დავარტყამ პენალსო. ამას ნამდვილად ვერ შეგპირდებით", - განაცხადა პეტრიაშვილმა.