„ამცახარამ" აფხაზეთსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება პარტიის გუშინდელ ყრილობაზე იქნა მიღებული. სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერმა გარიკ სამანბამ განაცხადა, რომ „ამცახარა" ყოველთვის რუსეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის მომხრე იყო, თუმცა „მსგავსი რანგის სახელმწიფოთშორისი შეთანხმებების გაფორმებისას სიჩქარე სჭირო არ არის."
„რაც შეეხება თავად პროექტის შინაარსს, დოკუმენტის ძირითად თეზისებს ვიზიარებთ, თუმცა არის დეტალები, რომლებიც საზოგადოებრივ განხილვასა და დისკუსიას მოითხოვს. ნებისმიერი შეთანხმება აფხაზეთის კონსტიტუციურ ნორმებში უნდა ჯდებოდეს. ამიტომ, მხარს ვუჭერთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დოკუმენტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს,"-განაცხადა „ამცახარას" ლიდერმა.