სამტრედიელი "თავისუფალი დემოკრატები" "ქართულ ოცნებაში" გადავიდნენ, ამის შესახებ ნათქვამია ბადრი შენგელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
,თავისუფალი დემოკრატების,, სამტრედიის რაიონული ორგანიზაცია, ვტოვებთ პარტიას და ვუერთდებით ,,ქართულ ოცნებას,,. ყოფილი ,,თავისუფალი დემოკრატები,, საკრებულოში წარმოდგენილი ვართ, ფრაქციით, რომლის შემადგენლობაში სამი დეპუტატი ვართ: ვაჟა სტურუა, გია ხაბეიშვილი და მე, ბადრი შენგელია.
პირადად მე და ჩემი ოჯახი, 2012 წლის 1ოქტომბრამდე ვიყავით მასობრივი ტერორისა და დაპატიმრებათა ეპიცენტრში. ჩემი შვილი, სააკაშვილის რეჟიმმა, ,,ქართული ოცნების,, და კახა კალაძისადმი მხარდაჭერის გამო დააკავა.
ჩვენი ფრაქცია შეიკრიბა და გადაწყვიტა: დატოვოს ,,თავისუფალ დემოკრატები,, და გვერდით დავუდგეთ ,,ქართულ ოცნებას,,. ჩვენ, ბევრი წინასაარჩევნო დაპირება გავეცით და ამ დაპირებებზე პასუხისმგებელი ვართ და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ჩვენს ფრაქციას უნდა თავისი წვლილი შეიტანოს, სამტრედიის სინამდვილეში.
როგორც ავღნიშნე, ფრაქციის სამი წევრი და არცერთი სამტრედიელი, ჩვენი თანაპარტიელი, არ ჩადის დღეს ,,თავისუფალ დემოკრატების,, ყრილობაზე, ჩვენ გვერდით ვუდგავართ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მის სახელმწიფოებრივ პოლიტიკას", - ბადრი შენგელია, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე