.,,ბიძინა ივანიშვილთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება", _განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შეფასებისას.
მისივე განმარტებით, მხარეებს შორის გულწრფელი საუბარი შედგა.
,,ჩვენ გავცვალეთ ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.