პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თამარ ბერუჩაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ ბრძანება გამოსცა.
,, , საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თამარ ბერუჩაშვილს დაეკისროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულება", _ნათქვამია პრემიერის ბრძანებაში.