პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"ჯი-ეიჩ-ენი" ასევე დაუკავშირდა იუსტიციის მინისტრის პრესსამსახურს, სადაც აცხადებენ, რომ მინისტრი ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება და ის საკუთარ სამუშაო ოთახში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სოლოლაკში, ბიზნესცენტში ხვდება.