ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილილთან საიდუმლო შეხვედრა არ ჰქონია. როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა მას შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან ჰქონდა.
,,ალექსი პეტრიაშვილი, ჩემი მეგობარია და ვისაუბრეთ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე. საიდუმლო შეხვედრა რომ ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, "თბილისი მარიოტის" კაფე "პარნასში" შედგებოდა?" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ,,იმედმა" გაავრცელა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ალექსი პეტრიაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა და მინისიტრი ,,თბილისი მარიოტში" შვეიცარიის ელჩთან შესახვედრად იმყოფებოდა.