თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ,,თავისუფალი დემოკრატების" ხვალინდელი ყრილობის შესახებ ისაუბრა. ამასთან ალასანიამ შეხვედრის შემდეგ ყველას მოუწოდა შემოუერთდნენ პარტიის ყრილობას.
,,ხვალინდელ ყრილობაზე გვქონდა საუბარი, საორგანიზაციო საკითხებზე. ჩვენ ძირითადად სწორედ ამაზე ვართ ახლა კონცენტრირებული. მე მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ხვალ, 15.00 საათზე შემოგვიერთდეს ფილარმონიაში, "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე. დასწრება არის თავისუფალი", _განაცხადა ალასანიამ.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დეპუტატ გედევან ფოფხაძეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეხვდა.
იმ შემთხვევაში, თუ გედევან ფოფხაძე თანაპარტიელების მსგავსად დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, კოალიცია "ქართული ოცნება" უმრავლესობას დაკარგავს. დარჩენის შემთხვევაში კი კოალიცია უმრავლესობას შეინარჩუნებს.