ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თავისუფალ დემოკრატებს" სახელი შეეცვლება და მას ,,თავისუფალი დემოკრატები" დაერქმევა. როგორც ჟურნალისტებთან ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატები" საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე შეიკრიბებიან და ფრაქციის სხდომაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა უმრავლესობიდან გასვლის საკითხი, ასევე სხდომაზე გაირკვევა რა გადაწვეტილება მიიღებს გედევან ფოფხაძე.
,,ჩვენ გვქნება ფრაქციის სხდომა რომლის დღის წესრიგში დგას პირველი საკიხთი უმრავლესობიდან გამოსვლის თაობაზე. თქვენ იცით რომ ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ტექნიკურ დეტალებთანაც არის დაკავშირებული, მათ შორის ფრაქციისთვის სახელის შეცვლა", _განაცხადა დოლიძემ.