მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის უცნობია თუ რაზე ისაუბრეს მთავარმა პროკურორმა და პრემიერ-მინისტრმა. Mმინისტრებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.
,, არ ვიცი დეტალები რაზე ისაუბრეს", -განაცახდა მთავრობის სხდომის შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მსგავსი განმარტებებით შემოიფარგლა ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა მის მოადგილე ირაკლი შოთაძესთან ერთად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციები გამართა.
პრემიერი გვიან ღამით ასევე შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს.
უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარები არ გაკეთებულა.