კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტს აქვს პარლამენტში გამოსვლის უფლება, თუმცა გამოსვლა რეგლამენტით გაწერილია წელიწადში ერთხელ, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი "იმედთან" საუბარში აცახდებს.
"კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პრეზიდენტს დიახ, აქვს პარლამენტში გამოსვლის უფლება, თუმცა ეს გამოსვლა რეგლამენტით გაწერილია წელიწადში ერთხელ. წელს პრეზიდენტი უკვე ბრძანდებოდა პარლამენტში. ის აცხადებს რომ შესაძლებელია ვიხელმძღვანელოთ ანალოგიით. რამდენად შესაძლებელია ეს, არ ვიცი", -აცხადებს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებიდან გამომდინარე, 5 ნოემბერ, პარლამენტს მოუწოდოს, უახლოესი სხდომების დღის წესრიგში, პრზიდენტის საგანგებო მიმართვა გაითვალისწინოს.
ამის შესახებ, პრეზიდენტმა საგანგებო განცხადფება განაცხადა.
"გამომდინარე აქედან, გამომდინარე აქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ხარისხიანი და ეფექტიანი კონსტიტუციის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მე მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, საქართველოს მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი სხდომის რის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებიო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.