შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესამსახურის წარმომადგენლის ჯენ პსაკის განცხადებით, როდესაც ქვყანაში ერთდროულად რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს მთავრობის ყოფილი წევრებისა თუ ოპოზიციონერი წარმომადგენლების წინააღმდეგ, ეს იწვევს ძლიერ შეშფოთებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით.
"ვფიქრობ, ქმედებები უფრო მრავლის მთქმელია, ვიდრე სიტყვები ამ შემთხვევაში. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველოს წარმატება, ლიდერებმა თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის ერთად უნდა იმუშაონ",- ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ვაშინგტონი გუშინაც გამოაეხმაურა. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მან მთავრობიდან მინისტრების მასობრივი გადადგომის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს მოუწოდა ქვეყნის სტაბილობისა და დემოკრატიისთვის იზრუნონ.
"რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ინტერესებში შედის, სტაბილურობის, ერთიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაფანტონ ეჭვები იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება,"-აცხადებს პსაკი.