დღეს, 7 ნოემბერს, გაირკვევა დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას გედევან ფოფხაძე. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფოფხაძემ განმარტა, აღნიშნული შესახებ განცხადებას სწორედ დღეს გაკეთებს.
გედევან ფოფხაძე ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრია. იგი ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია ,,ქართული ოცნება" და საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები