მტკიცედ მჯერა საქართველოს ევროპული ორიენტაციის და ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიათან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, შეხვედრა ორი კვირის წინ დაიგეგმა.
"მტკიცედ მჯერა საქართველოს ევროპული ორიენტაციის და ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ. ახლა დროა, რომ მომავალზე მოხდეს ფოკუსირება. საქართველოში სტაბილური, მრავალპარტიული დემოკრატიის მშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ასევე, გაგრძელდეს ევროპული ინტეგრაციის კუთხით დატვირთული დღის წესრიგი.
ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელოც მთვრობიდან წასულმა მინისტრებმა გასწიეს. ასევე, მინდა გავიმეორო, რაც არაერთხელ აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან, შეშფოთებული ვართ, როდესაც სჩანს შემთხვევები, რომ სამართლებრივი დევნა გამოყენებულია პოლოიტიკური პირების წინააღმდეგ", - აღნიშნა ელჩმა.
ირაკლი ალასანიასა და იანოშ ჰერმანის შეხვედრა "რედისონ ბლუ ივეია"- ში გაიმართა.