საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსთან, მოდლოვასა და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის, ბულგარეთი, მალტის, სლოვაკეთის პარლამენტში.
სამინისტროსვე ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის კაბინეტმა მოიწონა კანონპროექტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. გერმანიის მთავრობის კაბინეტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამ შეთანხმებას უდიდესი წვლილი შეაქვს აღნიშნულ სამ ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების საკითხში. ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებისთვის გერმანიის ბუნდესტაგს წარედგინება.