პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრი დიპლომატებთან შეხვედრის დროს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ისაუბრებს და საქართველოს საგარეო ურთიერთობებზე გაამახვილებს ყურადღებას.
ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატების შეკითხვებსაც უპასუხებს.
შეხვედრას საგარეო უწყებიდან თამარ ბერუჩაშვილი ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები