საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მას არ ჰყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები.
,,მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია.აი პირიქით კი რამდენიც გინდაც. ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი ამბიციური კი კარგია", _წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას, ალექსი პეტრიაშვილსა და მაია ფანჯიკიძეს მოღალეტეები უწოდა. მისი თქმით, ცუდიც არ არის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება გუნდიდან
"ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი გუნდისთვის. მათ არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, რაც საწყენია. გუშინ რაც გააკეთეს ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.