პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს იზიარებს და აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა.
,, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები უკრაინას ემსგავსებს. Mმოგახსენეთ, რომ ის რაც მოხდა სასურველი არ იყო და ჩვენი მეგობრები აშშ-ში და სხვაგანაც ღიად, მეგობრულად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ ამდაგვარ საკითხებს უნდა გაუმკლავდეთ უკეთ. Aამ ნაწილში შეუძლებელია არ დავეთანხმოთ ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს ვაშიგტონიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც რომლებიც ამ დღეების განმავლობაში შეშფოთებით ადევნებდნენ თვალყურს განვითარებულ მოვლენებს. ამას ხელი შეუწყო გაკეთებულმა განცხადებებმა, კითხვა-პასუხმა, თუ საპასუხო გაკეთებულმა რეაქციებმა თუ ასე შემდეგ, ეს არა არის კარგი ქვეყნისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში ყველასთვის ყველაფერი გაირკვევა", _განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ვაშინგტონიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მან მთავრობიდან მინისტრების მასობრივი გადადგომის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს მოუწოდა ქვეყნის სტაბილობისა და დემოკრატიისთვის იზრუნონ.
"რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ინტერესებში შედის, სტაბილურობის, ერთიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაფანტონ ეჭვები იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება,"-აცხადებს პსაკი.