საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს.
უნგრელმა დიპლომატმა კარიერა გასული წლის 70-იან წლებში დაიწყო. 1976 წელს იგი პერუში უნგრეთის საელჩოში ატაშედ დაინიშნა. მოღვაწეობდა სხვადასხვა თანამდებობებზე უნგრეთის საელჩოებში მექსიკასა და საბერძნეთში, 2001 წელს კი ნატოში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა. 2005-2009 წლებში იყო ევროკომისიის საგარეო საქმეთა დოქტორატის მთავარი მრჩეველი რეგიონული თანამშრომლობის სფეროში. 2009-2013 წლებში გახდა ნორვეგიასა და ისლანდიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, 2014 წლის დასაწყისში მას ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.