რაც გააკეთა ალასანიამ, ჩემთვის პირადად 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატია, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ქმედება. მისი თქმით, ეს ქვეყნის ინტერესს აზიანებს.
"მას ეს არაერთხელ გაუკეთებია . ამას ძალიან კარგად დაინახავს მოსახლეობა - ბევრ სიურპრიზს ნახავს. ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯები და მათი განცხადებები არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური, აბსურდული, ''ნაციონალური მოძრაობის'' სტილის სიცრუე, რაც არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.