საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ვაშინგტონიც ეხმაურება. საგანგებო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ გააკეთა. მან მთავრობიდან მინისტრების მასობრივი გადადგომის გამო შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს მოუწოდა ქვეყნის სტაბილობისა და დემოკრატიისთვის იზრუნონ.
"რეგიონში არსებული არასტაბილურობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, საქართველოს ინტერესებში შედის, სტაბილურობის, ერთიანობისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების დემონსტრირება მოახდინოს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაფანტონ ეჭვები იმის შესახებ, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება,"-აცხადებს პსაკი.